მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეგვეძლო რუსეთ-ბელორუსისთვის ტურისტული ვიზები შეგვეჩერებინა - ასათაშვილი

625a90578982e
მარიამ ვარადაშვილი
16.04.22 19:56
1259
“ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთთან დროებით სავიზო რეჟიმი უნდა აემოქმედებინა.

როგორც BMGDRIVE-ში ასათაშვილმა თქვა, სტატისტიკურად რუსეთიდან ვიზიტორები შეიძლება გაიზარდოს, თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით, მათი დანახარჯები შედარებით მცირე იქნება, რადგან ამჯერად ისინი ქვეყანაში დასავენებლად არ ჩამოდიან, მეტიც ფულს მომჭირნედ ხარჯავენ. “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელეს მიაჩნია, რომ მათი უმეტესობა თავშესაფრის მაძიებელია. 

“ვისაც იმედი ჰქონდა რომ ხალხი მოაწყდება რუსეთიდან და ბელორუსიდან და ჩვენ ამითი სარგებელს მივიღებთ, დღეს ამაზე საუბარი ამორალურია. ის მცირე შემოსავალი, თუნდაც ბინის გაქირავებით, არასწორია. სამწუხაროდ, გამრუდებულ რეალობაში აღმოვჩნდით, ვგულისხმობ ფიზიკურ პირებს, რომელიც გარკვეული საქმიანობით ვართ დაკავებულნი, თუნდაც ბინის გაქირავება. აღმოვჩნდით საკუთარი მორალის წინაშე და ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვიქცეთ. არადა ეს სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. ბევრი ქვეყნის მსგავსად, ამ პერიოდში შეგვეძლო აგროსორი ქვეყნისთვისა და მისი მოკაშირისთვის [რუსეთი-ბელორუსი] ტურისტული ვიზიტები შეგვეჩერებინა და მხოლოდ თავშესაფრის მაძიებლები მიგვეღო”,-აცხადებს ასათაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 188 354 იყო, რაც 63%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. რაც შეეხება რუსეთიდან განხორციელებულ ვიზიტებს, გასულ თვეს საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 22 536 ვიზიტი განხორციელდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები