მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეგვეძლო, ტურიზმის რეკლამაზე გამოყოფილი 12 მლნ უფრო ეფექტიანად დაგვეხარჯა - ასათაშვილი

61e7b0282fb9d
ანუკა ჯოხაძე
20.01.22 09:00
674
წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა მიზნობრივ ქვეყნებში, საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში სტენდის მშენებლობა, ქართული ღვინის შესყიდვა, ვიდეორგოლის დამზადება და ფოტო გადაღება - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოპულარიზაციაში 12 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. კითხვაზე - რატომ გადაწყდა 2022 წლის ტურისტული მარკეტიგული აქტივობების გამარტივებული წესით შესყიდვა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გვპასუხობს, რომ გამარტივებული შესყიდვა არის სწრაფი გზა და ის გარკვეულწილად ადეკვატური ხარისხის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ნათია თურნავას პოზიციას იზიარებს კერძო სექტორი. ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიეტები აცხადებენ, რომ 12 მილიონი ლარის მარკეტინგული აქტივობებიდან, რომელსაც 2022 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს, გამარტივებული წესით შესყიდვა ყველა პროდუქტის შემთხვევაში საჭირო არ არის.

“ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათშვილი ამბობს, რომ აღნიშნული შესყიდვის განხორციელება თანხების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას საერთოდ აქრობს.

“რეალურად, 12-მილიონიდან მაქსიმუმ 2 მილიონი ლარი შეიძლება იყოს, რომელსაც ნამდვილად სჭირდება გამარტივებული შესყიდვა, რადგან უცხოელ კონტრაქტორებთან თანამშრომლობას მოითხოვს ეს პროდუქტები, თუმცა უხეშად რომ ავიღოთ 10 მილიონი, ეს არის პროდუქტები, რომელიც სტანდარტული შესყიდვის წესით შეიძლება განხორცილდეს. ეს არის მაგალითად, ვიდეორგოლის მომზადება. საჭიროების შემთხევევაში გვაქვს ამის გამოცდილებაც, რომ შეგვიძლია კონკურენციის პირობებში თანხები დავზოგოთ. შეგვეძლო 12 მილიონი, რაც არის გამიზნული, ბევრად უფრო ეფექტიანად დაგვეხარჯა ან კონკურენციის პირობებში 12 მილიონის ნაცვლად უფრო ნაკლები თანხა გამოგვეყენებინა, თუმცა ეს არის პრობლემა არა მარტო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, არამედ ზოგადად სახელმწიფო უწყებების. არგუმენტი, რომ გამარტივებული შესყიდვა არის ხარისხიანი სერვისების სწრაფად მიღების გზა, გაუგებარია. ესაა მარტივი გზა, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტროლის რეჟიმით დაიხარჯოს თანხები", - აცხადებს “ჰელისკო ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები