მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეგვეხვეწებიან და ისე შევალთ ევროპაში - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა
21.10.24 23:27
778

მე უკრაინის დიდი მეგობარი ვარ და ძალიან განვიცდი რაც იქ ხდება. მე ასეთი ევროპაში შესვლა, ჩვენს წინ რასაც მაგას ექაჩებიან, დიდად არ მომინდებოდა. არც ის, რაც მოლდავეთში ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არაა. ჩვენ უნდა შევიდეთ წელგამართულები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით, ევროკავშირი მათთან გაწევრიანებას საქართველოს შეეხვეწება.

„ნახეთ ტემპები, რის საფუძველზე ვზრდით ჩვენ და რატომ გვაქვს ასეთი ეკონომიკა? რატომ გვაქვს ასეთი სასამართლო? ნახეთ რეიტინგები საერთაშორისო ჩვენი თუ არ გჯერათ. გაიხედეთ ირგვლივ ყველა ქალაქი შეიცვალა, ხალხო. ნახეთ რა მოხდა მოკლე დროში. სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა ყველა მიმართულებით ყველაფერი. ამათ ევროპაში არ მიჰყავთო - ევროპა არის პირველ რიგში ფასეულობები. ჩვენ ამ ფასეულობებს განუხრელად ვაფუძნებთ, მაგრამ არ მივდივართ ომში. არ ვაწესებთ სანქციებს, არ ვაგდებთ ქვეყნის ეკონომიკას. ესენი ამაზე აწერენ ხელს, ამით იქაჩებიან, ჩვენ ამას გავაკეთებთ და ჩვენი ევროპელი ძმები ჩვენ მიგვიღებენ და ამათ არ მიიღებენ. იქიდანაც გამოდიან და იძახიან, სად მიდიხართ ჩვენ არ მიგიღებთ, ვინ კითხავთ მათ დღეს რომ ბიუროკრატია? ეს იქნება დღეს და აღარ იქნება ხვალ. ჩვენ მთავარია გავძლიერდეთ, სახელმწიფო გავხდეთ და თავაწეული, შეგვეხვეწებიან იქეთ და ისე შევალთ ევროპაში. მე გაძლევთ მაგის გარანტიას და პირობას. ეს დავიცვათ რაც გვაქვს და ეს გავაგრძელოთ და არაფერი წინ არ დაგვიდგება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები