მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეგვიძლია EU-ში ვიზითაც გავემგზავროთ - კობახიძე დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე

კობახიძე

ირაკლი კობახიძეს დიპლომატიური პასპორტების შეჩერების მოლოდინი აქვს, მაგრამ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბიში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ეს არის შანტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირის სახეს და ევროკავშირში არსებულ პრობლემებს ცხადყოფს. "ოცნებისთვის" კი მთავარია ქვეყანაში მშვიდობა და არა პირადი კეთილდღეობა.

"რეალურად, ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მაგრამ ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური და ტექნიკური საკითხია. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვინმე ვიზას მოითხოვს თუ არა საჯარო სამსახურში, არ არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია, ვიზითაც გავემგზავროთ EU-ში. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები