მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. არანაირი პრობლემა აქ არ არის - ირაკლი კობახიძე

მთავრობა
30.06.25 14:09
652

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში ვიზით იმოგზაურა და არანაირი პრობლემა აქ არ არის. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, ევროპაში მოგზაურობას შეეხებოდა.

„ეს შეზღუდვები ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებზე მოქმედებს, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. არანაირი პრობლემა აქ არ არის.

ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება და მათი უფლებაა. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

EU-ს მიერ დიპ. პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მაცნეზეც გამოქვეყნდა

ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს, რომლისთვისაც უვიზო რეჟიმი EU-მ შეაჩერა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები