მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ“ - ვიცე-პრემიერი შავი ზღვის წყლის ხარისხის კონტროლზე

649982a19ba01
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.23 16:27
559
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობა შავ ზღვაში წყლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით მშვიდად უნდა იყოს, რადგან გარემოს დაცვის სააგენტო წყლის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„შავი ზღვის ხარისხის კონტროლის კუთხით მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გვაქვს. ლაბორატორიული კონტროლი ბოლო წლებში გაძლიერდა და გარემოს ეროვნული სააგენტო რუტინულად აკვირდება, არამხოლოდ შავი ზღვის წყლის ხარისხს, არამედ ტბების და წყლების ხარისხს, რომელსაც მოსახლეობა საბანაოდ იყენებს და რეკრეაციული კუთხით ტურისტულ პერიოდში აქტუალურია. ეს შემოწმებები ყოველკვირეულად და 10 დღეში ერთხელ იქნება, ამ კუთხით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ეს რუტინული სამუშაოა, რომელსაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით, ფიზიკურ-ქიმიურ შემადგენლობის და ბიოლოგიური დაბინძურების კუთხით საფრთხეების აღმოსაფხვრელად ახორციელებენ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა შემცირდა. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, რუსეთის მიერ კაშხლის განადგურებით გამოწვეული ტექნოგენური კატასტროფა შავი ზღვის რეგიონს გრძელვადიანი გამოწვევებითაც ემუქრება. შექმნილია ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე და ინფექციების მატების რისკი, რის გამოც წლევანდელ სეზონზე კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა შავ ზღვაზე დასვენება და ბანაობა, საზოგადოების მხრიდან გააქტიურებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხს 10 დღეში ერთხელ შეამოწმებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები