მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძინეთ Radisson Blu-ს ნომერი თბილისში $150 000-ად და მიიღეთ წლიური შემოსავალი - $35 000 (რ)

შეიძინეთ Radisson Blu-ს ნომერი თბილისში $150 000-ად და მიიღეთ წლიური შემოსავალი - $35 000
17.06.24 11:41
594

თბილისში „ორბი ჯგუფი“ და „ბლოკ ჯგუფი“ გთავაზობთ საინტერესო სიახლეს, რომელიც Central Park Towers-ში თქვენი შემოსავლისა და მომავლის ინვესტირების გარანტიაა.

მოასწარი და არ გამოტოვო შანსი, გახდე Radisson Blu-ს სასტუმროს ნომრის მფლობელი, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის ყველაზე აქტიურ ადგილზე და მსოფლიოში წამყვანი სასტუმროს ბრენდის მართვის პირობებით წლიურ $35 000-იან შემოსავალს მოგიტანს. ორბი ჯგუფისა“ და ბლოკ ჯგუფის“ შეთავაზება, რომელიც 250 ნომერზე ვრცელდება, უკვე აქტიურ ფაზაშია.

„ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ბაზარზე ხშირად ვერ შეხვდებით. ჩვენ შევძელით და დავითანხმეთ ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდი Radisson Blu, რათა მათ გაუწიონ ოპერირება სასტუმრო კომპლექსს. ამასთან მოვახერხეთ ისიც, რომ გარანტირებული ინვესტირებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესო პროდუქტი შეგვეთავაზებინა. მოგეხსენებათ, დღეისთვის, კომერციულ ფართში ინვესტირება საკმაოდ რთული და ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

როდესაც ვსაუბრობთ სასტუმროს ნომერზე ეს ნიშნავს, ისეთი ქონების შეძენას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს და გამყარებული იქნება 40-წლიანი კონტრაქტით, შემდგომი განახლების პირობით. ეს კი ამდენივე წლიანი უზრუნველი ცხოვრების გარანტიაა და ამდენივე წლით რჩება სასტუმროს ნომერი Radisson Blu-ს მართვის უფლებაში“,- განმარტავს „ბლოკ ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი თორნიკე ჯანაშვილი.

ნომრების ფართობი 35 m²-დან იწყება. ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური აივანი. აღსანიშნავია, რომ Radisson Blu- წარმომადგენლობა უკვე საქართველოშია და მუშაობს საუკეთესო დიზაინის შექმნაზე.

„Radisson Blu-ს ნომრის შეძენა ნიშნავს იმას, რომ ეს კომერციული ფართი უკვე 40 წლით გაქირავებულია. სასტუმროს ნომრის მფლობელი მთლიანად აკონტროლებს თავის ქონებას შემოსავლების ჩათვლით და წლის ბოლოს აჯამებს შედეგებს. დღეისთვის კომერციული ფართის შეძენა ფასიდან გამომდინარე ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ მომხმარებელს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ წლიური $35 000 მიიღოს ისე, რომ ამაზე მთლიანად Radisson Blu იზრუნოს. ეს არის საუკეთესო შეთავაზება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელსაც ყოველთვიური, სტაბილური $3000-მდე შემოსავალი აქვს და ამისთვის, მხოლოდ უწევს $150 000-ის გადახდა ნომერში, რომელიც მისი საკუთრებაა. საკუთრებაში იგულისხმება სასტუმროს ნომრის გაყიდვა, გაჩუქება, მემკვიდრეობით გადაცემა და იპოთეკური უზრუნველყოფისთვის გამოყენება“, - განმარტავს „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე.

სასტუმროს ნომრის შეძენის მსურველებისთვის მოქმედებს გადახდის ყველაზე მოქნილი ფორმა - ერთიანი გადახდა, შიდა განვადება და ასევე, იპოთეკური დაკრედიტება.

„იპოთეკური დაკრედიტების შემთხვევაში, თუ კლიენტისთვის გრძელვადიანი გადახდის პირობაა მისაღები, მას მხოლოდ $30 000 დოლარის მოძიება მოუწევს ბანკიდან. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არათუ ყოველთვიურ საბანკო ვალდებულებას დაფარავს, არამედ $1500-2000-მდე შემოსავალიც დარჩება“, - აღნიშნავს ირაკლი კვერღელიძე.

Radisson Blu-ს სასტუმროში ნებისმიერი მოცულობის ფართის შეძენა შეგიძლიათ. შედეგად თქვენ გახდებით ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასტუმროს ნომრის მფლობელი, რომელიც სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ.

„მთელს მსოფლიოში სასტუმრო ფასობს თავისი ინფრასტრუქტურითა და მდებარეობით. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის მეგა რეზორტი, რომელიც ჩვენს ბაზარზე ჯერ არნახულ ინფრასტრუქტურას შესთავაზებს მომხმარებლებს. უკვე გაფორმდა ხელშეკრულება პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიან რესტორნებთან - Chotto Matte-სა და Beefbar-თან. ძალიან მალე წარვადგენთ 3 საერთაშორისო პრემიუმ კლასის რესტორანსა და აგრეთვე 200-წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოში ცნობილ შოპინგ მოლს, ადგილს, სადაც მხოლოდ მაღალი კლასის ბრენდები იქნება წარმოდგენილი და 2 სართულს დაიკავებს. Central Park Towers(CPT)-ში ასევე წარმოდგენილი იქნება მულტიფუნქციური ივენთ ჰოლი, რომელიც 3 500 ადამიანს დაიტევს და ქართული ბაზრისთვის ინოვაციური იქნება. რეზორტში ასევე წარმოდგენილი იქნება სამორინე, რომელიც მსოფლიოს ტოპ ათეულში შემავალი კომპანიის ქოლგის ქვეშ იმუშავებს“, - აღნიშნავს „ბლოკ ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი თორნიკე ჯანაშვილი.

Central Park Towers-ის მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დასრულდება. მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდებითა და დიდი მასშტაბებით აღნიშნული პროექტი თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების - ლონდონის, პარიზისა და მილანის გვერდით დააყენებს. Central Park Towers-ი ყაზბეგის გამზირზე შენდება. აღსანიშნავია, რომ Towers-ის ბოლო სართულზე წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული პენტჰაუზები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

www.cpt.ge

+995 555 31 00 00

+995 322 200 700

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები