შეიძლება იძულებული გავხდეთ და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება ჩვენს ტრადიციებს. სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, რომ შეიძლება იძულებული გავხდეთ და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს, - განაცხადა გახარიამ.
10 მაისამდე გახანგრძლივდა ასევე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.




























