მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეიძლება, ორმაგი შოკის წინაშე აღმოვჩნდეთ" - გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკა ორმაგი შოკის წინაშე აღმოჩნდეს.

ამის შესახებ მან პლატფორმა Freebusiness.ge-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა - „რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას“.

გიორგი ხიშტოვანმა პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო ორი წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი „პოზიტიური გარე შოკები“ იყო.

„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ჩვენს ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახა - რუსი მიგრანტების ნაკადის შემოსვლა საქართველოში, რუსეთთან არაპირდაპირი ვაჭრობა დასავლეთის და სხვა ქვეყნების და ა.შ. ახლა კი, რა რეალობაც გვაქვს, არის ის, რომ მივიღეთ შიდა შოკი პოლიტიკური კრიზისის სახით. შესაბამისად, როცა საუბრობენ მეორად სანქციებზე, ასევე იმაზე, რომ ყირგიზული ბანკი შეიძლება დასანქცირდეს და ა.შ.; რისკია, რომ გარე ეფექტები მილევად რეჟიმში გადავიდეს და პოზიტიური გარე შოკები [ნეგატიურად] შემობრუნდეს; აქედან გამომდინარე, შეიძლება ორმაგი შოკის წინაშე დავდგეთ. შესაძლებელია, ეს მყისიერი არ იყოს, მაგრამ რეალურია“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები