მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სანქციების კოორდინატორმა ქვეყნებმა საქართველოს საბაჟოზე თავიანთი წარმომადგენლები დააყენონ - ხიდაშელი

649ddaa65ef6b
ალა ისპირიანი
29.06.23 23:00
509
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა თამარ ხიდაშელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სანქციების კოორდინატორების საქართველოში ვიზიტი და გზავნილები შეაფასა.

მისი მოსაზრებით, კარგია რომ მათ საქართველოში ისეთი არაფერი უნახავთ, რაც ჩვენს დაახლოებას ევროკავშირში დააბრკოლებს, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს საბაჟოზე თავიანთი წარმომადგენელი დააყენონ, რათა დარწმუნდნენ, რომ სანქციების გვერდის ავლა ნამდვილად არ ხდება.

„მათი ვიზიტი შეიძლება ნიშნავდეს, რომ გარკვეული საფრთხეები დაინახეს ან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სანქციების გვერდის ავლით კუთხით საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა საეჭვო მოძრაობებს ჰქონდეს ადგილი. მგონია, ისინი საფრთხეს საქართველოდან პირდაპირ რუსეთში პროდუქციის მიწოდებით არ ხედავენ, არამედ პრობლემაა საქართველოდან მესამე ქვეყნებში გარკვეული პროდუქციის მოხვედრა, რომელიც შემდეგ რუსეთში შეიძლება ხვდებოდეს.

ითქვა, რომ მათ გარანტიები მიიღეს საქართველოს ხელისუფლებისგან და დარწმუნდნენ რომ აქ საეჭვო რამ არ ხდება, რაც იმედის მომცემია, რადგან ამას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივიდან ვუყურებთ და არ გვინდა ამ პროცესში რამემ დაგვაზარალოს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი ნაბიჯებს გადადგამენ, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს საბაჟო პუნქტებში თავიანთი წარმომადგენლების ჩაყენებით, რომლებიც ქართველ საჯარო მოხელეებთან ერთად ტვირთებს შეამოწმებენ და იმაში დასარწმუნებლად რომ სანქციების გვერდის ავლა ნამდვილად არ ხდება.

ჩემი აზრით ეს ვიზიტი გამაფრთხილებელი იყო. კარგია, რომ ჯერ ისეთი არაფერი უნახავთ რაც ჩვენს დაახლოებას ევროკავშირში დააბრკოლებს. ასევე კარგია, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ხელისუფლება თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და მათ გამადიდებელი შუშით აკვირდებიან“, - განაცხადა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები