მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნებამ“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნგრევა დაიწყო და ამაში ირაკლი კობახიძის წვლილი ძალიან დიდია - სანდრო ბარამიძე

სანდრო ბარამიძე

„ოცნებამ“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევა დაიწყო და ამაში ირაკლი კობახიძის წვლილი ძალიან დიდია, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ BMGTV -ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

სანდრო ბარამიძის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები აშშ-სთან ურთიერთობების შესახებ საღ აზრს მოკლებულია და მასზე კომენტირება უჭირს.

საუბარია, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე, სადაც ირაკლი კობახიძის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ ეწერა. მათი ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ, შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“, - ეწერა პრესრელიზში, სადაც არაფერი იყო ნათქვამი, რა უთხრა ირაკლი კობახიძეს თავად აშშ-ის ელჩმა. ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ სანქციებს კიდევ ერთი ნაბიჯი დაემატება, პოზიციების გადახედვაზე პრინციპული მსჯელობა მოუწევთ.

სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ გაუგებარია რით ემუქრება კობახიძე მსოფლიოს წამყვან ქვეყანას, რომელიც ოცდაათ წელზე მეტია საქართველოს ეხმარება.

„როდესაც „რუსული კანონის“ ინიციირება დაიწყო, აშშ-ი სხვადასხვა ეტაპზე გამუდმებით აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ კანონის მიღება გამოიწვევდა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობების გადასინჯვას და როდესაც ეს კანონი მიღებული იქნა, ამერიკამ შეასრულა ის რასაც ამბობდა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევა „ქართლმა ოცნებამ დაიწყო და ამაში პირადად კობახიძის წვლილი ძალიან დიდია.

რით შეიძლება კობახიძე დაემუქროს მსოფლიოს წამყვან ქვეყანას, ყველა თვალსაზრისით, აშშ-ს ეს მე არ ვიცი. არც ის ვიცი რა გააკეთა კობახიძემ და ამ ხელისუფლებამ, ან რა არ გააკეთა ხელისუფლებამ და კობახიძემ ისეთი, რასაც აწი გააკეთებს, ესეც ჩემთვის გაუგებარია. დიპლომატიურ ურთიერთობებს თუ გაწყვეტენ და ამერიკელებს გააძევებენ ქვეყნიდან, აქამდე თუ მივლენ არ ვიცი. სხვა მხრივ, როგორც შეეძლოთ ისე აფუჭებენ.

კობახიძის კომენტარების კომენტირება ძალიან ძნელია, ის უბრალოდ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. საღი აზრის პოზიციიდან რომ შეხედო, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში რა ხდება ქვეყანაში, ეს ყველაფერი საღ აზრს მოკლებულია.

აშშ-მ ფაქტობრივად უზრუნველყო ჩვენი რეალურად გადარჩენა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი. 2008 წელს რომ არა აშშ-ის სათანადო რეაგირება რუსი პირდაპირ თბილისს იყო მომდგარი. 30 წელზე მეტია აშშ ყოველთვის საქართველოს გვერდით არის, როგორც დიპლომატიური ისე ეკონომიკური და სამხედრო კუთხით, რადგან წვრთნისა და აღჭურვის პროგრამიდან დაწყებული, ჩვენი ჯარის აღჭურვა და მომზადება, აშშ-ს მიერ გაღებული დახმარების შედეგია. ახლა აღმოჩნდა, რომ ქვეყანა, რომელიც აქამდე ასე გვეხმარებოდა და ფაქტობრივად, ჩვენი სუვერენიტეტი გადაარჩინა, გლობალური ომის პარტია ყოფილა და გვებრძვის", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

აშშ-მა საქართველოს კიდევ 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, სავიზო სანქციები დაუწესა

აშშ-მა ფინანსური სანქციები ალტ-ინფოს ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძესაც დაუწესა

საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს დაწესებული აშშ-ის სავიზო და ფინანსური სანქციები და რას ნიშნავს ეს?

რა კომპანიებს ფლობენ აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები