მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია“ - პაპუაშვილი პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" აკრიტიკებს

პაპუაშვილი
27.05.24 17:54
133

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ საარჩევნო კამპანიაში ჩარევად და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის უხეშ დარღვევად აფასებს.

მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია. მისივე თქმით, გუშინ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციაში ფრაგმენტაცია არ არსებობს.

„სინამდვილეში, ეს [ოპოზიცია] არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ, ამ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც მართლაც შეგვიძლია ვუწოდოთ ომის ქარტია, იმიტომ, რომ აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია. დააანონსეს, რომ იქნება რეპრესიები არჩევნების შემდეგ. საბოლოო ჯამში, ამ ერთობის მიზანი ეს არის, ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ არიან ცალ-ცალკე ძალები, შეიკრიბნენ ისევ იმ ერთიან ფანჩატურში, რომელშიც არაერთხელ იყვნენ. კარგია, რომ ის ფარსი, რომლის საქართველოს მოსახლეობისთვის მიყიდვასაც ცდილობდა ოპოზიცია, რომ თითქოს იყვნენ სხვადასხვა ძალები, დავასრულებინეთ. მათ შორის, გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგიც კიდევ ერთხელ გამოიღო. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ცხადად, ელჩების თანდასწრებით თან, დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა იმით, რომ ერევა საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს", - თქვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის ერთგვარი სამოქმედო გეგმაა.

პარტიების სია, რომლებიც პრეზიდენტის ქარტიას შეუერთდნენ ასეთია:

  • პარტია "ახალი"
  • "ევროპული საქართველო"
  • "ლელო"
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება"
  • "დროა"
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
  • "სტრატეგია აღმაშენებელი"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები