მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shein-მა დიზაინების მოპარვის ბრალდებით Temu-ს უჩივლა - რა წერია სარჩელში?

temu

სწრაფი მოდის ბრენდი Shein კონკურენტ Temu-ს ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ინტელექტუალური საკუთრების მოპარვისა და თაღლითობის ბრალდებით უჩივის. ბრალდება ანალოგიურია სარჩელისა, რომელიც თავად Shein-ის წინააღმდეგ არაერთმა ბრენდმა, მათ შორის H&M-მმა და Levi Strauss-მა სასამართლოში უკვე შეიტანეს.

Shein სარჩელში წერს, რომ Temu საკუთარ პლატფორმაზე სხვა ბრენდებისგან მოპარული დიზაინის ნივთებს ყიდის და, გამოაშკარავების შემთხვევაში, გამყიდველებს პროდუქტების წაშლასაც უკრძალავს.

“Temu ამერიკელ მომხმარებელს მობილური აპლიკაციის გამოყენებისკენ უკიდურესად დაბალი ფასების პირობით იზიდავს, თუმცა თავად Temu ამ პროდუქტების გაყიდვით მოგებას ვერ იღებს, რადგან ნივთებზე ფასი იმდენად დაბალია, რომ კომპანიას თითოეული გაყიდვის სუბსიდირება უწევს - Temu თითოეულ ტრანზაქციაზე ზარალს იღებს.

მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების მოპარვისთვის გამყიდველთა წახალისებითა და ყალბი ნივთების გაყიდვით ახერხებს Temu მასობრივი ზრალი შეამციროს”, - ვკითხულობთ სარჩელში.

საპასუხოდ Temu კონკურენტ კომპანიას ყალბი მტკიცებულების შექმნაში ადანაშაულებს და ბრალდებას არ აღიარებს: “Shein-ი, რომელიც სასამართლო სარჩელთა მთაშია ჩაფლული, ბედავს და კონკურენტების წინააღმდეგ იმ ბრალდებებს აყალბებს, რასაც თავად აკეთებს”, - ამბობს Temu-ს წარმომადგენელი.

დიზაინების მოპარვასთან ერთად Shein-ის სარჩელში Temu-ს თანამშრომლები Shein-ის საიდუმლო მონაცემების მოპარვაში არიან დადანაშაულებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ Temu არკვევს, რომელი პროდუქტია ყველაზე გაყიდვადი Shein-ის პლატფორმაზე და აღნიშნულ ინფორმაციას კონკურენციის გასაზრდელად იყენებს.

“მოპარული ინფორმაციით შეარაღებული Temu თავის გამყიდველებს Shein-ის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების გაყალბებას ავალებს და საკუთარ ვებსაიტსა და აპლიკაციაში მათ ყალბ ვერსიებს ყიდის”, - წერს Shein.

დიზაინების მოპარვასთან ერთად, Shein-ი კონკურეტნ კომპანიას ვებგვერდის დიზაინის მოპარვასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაშიც ადანაშაულებს. კერძოდ, Temu-ს ბრალი ედება სოციალურ ქსელ X-ში გაშვებული რეკლამის გამო, რომელიც Temu-ს ნაცვლად, სავარაუდოდ, Shein-ის პროდუქტებს აჩვენებდა.

Shein-მა ბრალდების დასადასტურებლად სასამართლოში 80 გვერდიანი სარჩელი წარადგინა, რომელშიც მოცემულია დიზაინები, რომლებიც, სავარაუდოდ, Temu-მ მოიპარა. Shein ფედერალური სასამართლოსგან Temu-ს გამომატყუნებელ განაჩენს ელის, რომლითაც ჩინურ კომპანიას Shein-ის ინტელექტუალური საკუთრების მითვისება აეკრძალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები