მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი
04.12.24 19:25
1020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს. როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, დღევანდელი კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას“,- აცხადებს პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები