მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან მაღალმხარჯველი სეგმენტის მოსაზიდად" - საქართველომ OTM Mumbai-ში მიიღო მონაწილეობა

12

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთში, მუმბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში OTM Mumbai 2026 მიიღო მონაწილეობა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინდოეთში უმსხვილეს და აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 32 კერძო კომპანიასთან და სახელმწიფო ორგანიზაციასთან ერთად წარდგა.

"OTM Mumbai 2026-ზე, B2B ფორმატში, შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან ინდოეთიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოსაზიდად. ქართული სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ინდოელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და საქართველოში ტურისტული პაკეტების შემუშავების თემები განიხილეს. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 50 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, OTM Mumbai 2026-ზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი კომპანია იყო წარდგენილი", - წერია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შარშან ინდოეთიდან ჯამში 142.5 ვიზიტი შედგა, წლიურად ზრდა 15%-ს შეადგენს. ინდოეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ჯამში 290 მლნ ლარი დახარჯეს, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2,034.5 ლარი იყო. საქსტატის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წელთან შედარებით ინდოელი ვიზიტორების დანახარჯები შემცირებულია. ასე მაგალითად ვიზიტზე საშუალო ხარჯი 3733 ლარიდან 2025 წელს 2034.5 ლარამდე შემცირდა.

ვრცლად ნახეთ: რამდენს ხარჯავენ ჩინელი და ინდოელი ტურისტები საშუალოდ ერთ ვიზიტზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები