მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე - შსს-მ, 21-31 დეკემბერს, პარლამენტთან აქციების გამართვის პირობები გაწერა

აქცია რუსთაველზე

შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც 2025 წლის 21-31 დეკემბრის, ასევე მომავალი წლის 1-9 იანვრის შეკრება-მანიფესტაციებს შეეხება. ინფორმაცია შეიცავს აქციის ჩატარების ადგილის დასახელებას, თარიღს, დაწყება-დასრულების დროს, შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირს და შსს-სგან სავალდებულო მითითებას, მათ შორის იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებმა არ უნდა შეაფერხონ ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელი გადაადგილება.

საქმე ისაა, რომ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი ცვლილებების მიხედვით, შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზეც გავრცელდა. „ხალხის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის ორგანიზატორებმა 5 დღით ადრე, წერილობით უნდა გააფრთხილონ შსს. სამინისტრო ვალდებულია, საჯაროდ გამოაქვეყნოს საპასუხო გაფრთხილება ან აქციის მონაწილეებს შესთავაზოს ალტერნატიული ადგილი, დრო და მიმართულება.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრება თბილისში შოთა რუსთაველის გამზირზე ასეთი პირობებით უნდა გაიმართოს:

  • შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);
  • შეკრების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
  • შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 19:00 საათი;
  • შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 24:00 საათი;
  • შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: კახა წიქარიშვილი;
  • შეკრების თაობაზე გაფრთხილების შემოტანის თარიღი: 2025 წლის 17 დეკემბერი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:

2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

2026 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით შეკრება თბილისში შოთა რუსთაველის გამზირზე:

  • შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);
  • შეკრების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
  • შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 19:00 საათი;
  • შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 24:00 საათი;
  • შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: კახა წიქარიშვილი;
  • შეკრების თაობაზე გაფრთხილების შემოტანის თარიღი: 2025 წლის 17 დეკემბერი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:

2026 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები