მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell-ი BP-ის შესყიდვას განიხილავს

shell

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული ნავთობკომპანია Shell ასევე ბრიტანული BP-ის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს - ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

მათი ინფორმაციით, კომპანია აქციებსა და ნავთობის ფასის ცვლილების ტენდენციებს აკვირდება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც საბოლოოდ BP-ს დაღმავალ საბაზრო ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.

წლების განმავლობაში ნავთობისა და გაზის გიგანტები, Shell და BP თანაბარ მოთამაშეებად ითვლებოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში Shell-ის კაპიტალიზაცია გაიზარდა და BP-ზე თითქმის ორჯერ მეტი, თითქმის $200 მილიარდი (£149 მლრდ) შეადგინა.

პოტენციური შეერთება გლობალურ ენერგობაზარზე Shell-ის პოზიციებს გაამყარებს და ამერიკული Exxon-ისა და Chevron-ის წინააღმდეგ მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. თუმცა მოსალოდნელია, რომ მსგავსი გარიგება მარეგულირებლის მხრიდან დაბრკოლებებს წააწყდება.

Shell-მა პირველ კვარტალში გაუმჯობესებული შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია - კომპანიის შემოსავალმა პროგნოზს გადააჭარბა. თავის მხრივ კი BP არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და 2027 წლამდე $20 მილიარდის აქტივების გასხვისებას, ხარჯების შემცირებასა და აქციების გამოსყიდვას გეგმავს, რათა მოგებიანობა და ინვესტორთა თავდაჯერებულობა გაზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ გარიგება მხოლოდ საწყის ეტაპზეა, Shell-ი მზად უნდა იყოს ისეთი გამოწვევებისთვის, როგორებიცაა ასპარეზზე სხვა მყიდველის გამოჩენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები