მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell-ის მოგება ბოლო 20-წლიან მინიმუმზეა

601c0a6c03e67
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.21 20:50
737
მსოფლიოში ცნობილი ნავთობკომპანია Shell-ის მოგება ბოლო 20-წლიან მინიმუმზეა, მიზეზი გასულ წელს კორონავირუსის გამო მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვებია, რის გამოც მნიშვნელოვნად შემცირდა საწვავზე მოთხოვნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 2020 წლის მონაცემებით, Shell-ის მოგება 71%-ით 4.8 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ნავთობკომპანია მდგომარეობის გაუმჯობესებას მხოლოდ 2021 წლის მეორე ნახევრიდან ელოდება.

კორონავირუსის კრიზისის ფონზე, Shell-ი კომპანიის რესტრუქტურიზაციას განიხილავს, რომელიც მიზნად ისახავს დაახლოებით 9,000 სამუშაო ადგილის შემცირებას, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 10 პროცენტია.

კომპანია აცხადებს, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე Shell-ი 2022 წლისთვის მოახერხებს 2-2,5 მილიარდი აშშ დოლარის დაზოგვას.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის ნეგატიურ გავლენაზე აცხადებენ ისეთი წამყვანი ნავთობკომპანიები, როგორიც არის Exxon-ი და BP Group-ი. შეგახსენებთ, ორივე კომპანია ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად არის ზარალზე, Exxon-მა პანდემიის გამო 22.4 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, ხოლო BP-იმ - 5.7 მილიარდი აშშ დოლარი.