მსოფლიოში უმსხვილესმა LNG-ტრეიდერმა, კომპანია Shell-მა კატარიდან შესასყიდი თხევადი ბუნებრივი აირის კონტრაქტებზე ფორსმაჟორი გამოაცხადა.
Shell-ის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია კატარის მიერ გასულ კვირას 77 მილიონი ტონის სიმძლავრის საწარმოო ობიექტის გაჩერებასა და მიწოდების შეფერხებასთან.
ანალოგიური შეტყობინებები მიიღეს სხვა მსხვილმა მოთამაშეებმაც, მათ შორის TotalEnergies-მა და რამდენიმე აზიურმა კომპანიამ. ომანურმა სავაჭრო სახლმა OQ-მა უკვე გამოაცხადა ფორსმაჟორი ბანგლადეშელი კლიენტების წინაშე, რაც იმის ნიშანია, რომ მიწოდების კრიზისი დომინოს პრინციპით ვრცელდება იმ კომპანიებზეც კი, რომლებსაც QatarEnergy-სთან პირდაპირი კონტრაქტები არ აკავშირებთ.
კატარის ენერგეტიკის მინისტრის, საად ალ-ქააბის განცხადებით, მიწოდების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეიძლება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ხანი დასჭირდეს.
ცნობისთვის, Shell-ი ყოველწლიურად 6.8 მილიონ ტონა კატარულ LNG-ს ყიდულობს, ხოლო TotalEnergies – 5.2 მილიონ ტონას.




























