განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე "ანალიტიკას" ეთერში ამბობს, რომ მზის სადგურების განვითარების პირობებში, ქვეყანას ე.წ დამგროვებელი სისტემის დანერგვა მოუწევს.
"განახლებადი ენერგოწყაროების მხრივ ახლა მზე აქტუალურია. პირდაპირ ვიტყვი, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში ველოდებით მზის ენერგიის ბუმს. თან, აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა, რომ დღეს პირველი ოქტომბერია და შესაბამისად, დღეიდან ამოქმედდა უკვე ნეტო დარიცხვა. ნეტო აღრიცხვა ჩაანაცვლა უკვე ნეტო დარიცხვამ. ნეტო დარიცხვა არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ე.წ მიკრო მზის ელექტროსადგურების მშენებლობას, არამედ მცირე, საშუალო და მსხვილი მზის ელექტროსადგურების მშენებლობას. მაგრამ ეს არ არის სტაბილური ენერგია და რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში ქსელში ინტეგრაციის თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება, თუ არა ე.წ დამაგროვებლები ანუ, სთორიჯესს რასაც უწოდებენ დღეს მისი დანერგვა", - ამბობს მელიქიძე.




























