მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ენერგეტიკის სექტორმა გაიღვიძა“ - გიორგი მირცხულავა

ბემონი

კომპანია „ბემონის“ მმართველი პარტნიორის გიორგი მირცხულავას შეფასებით, ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD მექანიზმის ამოქმედებამ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა გაზარდა და ბიზნესი გაააქტიურა.

"რამდენიმე წლის წინ, ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, ვინც დეველოპმენტშია, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ ინტერესი არ ჰქონდათ, მაგრამ ახლა გამოცოცხლდნენ; ბევრი გვეკითხება როგორ მუშაობს CFD მექანიზმი; ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ ინტერესი მზარდია“, - ამბობს გიორგი მირცხულავა.

"ბემონის“ ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ენერგოინფრასტრუქტურის დაპროექტება და მშენებლობა წარმოადგენს.

კომპანიის მმართველი პარტნიორის თქმითვე, CFD მექანიზმი მყისიერ შედეგს ვერ მოიტანს, მაგრამ ვინაიდან ბიზნესი მეორე აუქციონის მოლოდინშია, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მხარდაჭერის მექანიზმი მუშაობს.

"მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორმა გაიღვიძა, რაც მისასალმებელია. პირველ CFD აუქციონზე მიმართვიანობა მაღალი იყო, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს სექტორზეც - ენერგოინფრასტრუქტურის დაპროექტება-მშენებლობაზე. რა თქმა უნდა, CFD-ის მყისიერი შედეგი ვერ ექნება, ვინაიდან კომპანიებმა რიგი ეტაპები უნდა განვლონ, ვიდრე მშენებლობის პროცესზე გადავლენ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დეველოპერებს უკვე დაწყებული აქვთ სამშენებლო კომპანიებთან კონსულტაციები - მიმდინარეობს იდეების და აზრების გაცვლა; ზოგიერთი გვთხოვს, რომ პროექტის განფასებებში დავეხმაროთ და ჩვენი სპეციალისტები ჩავრთოთ და ა.შ. საინტერესო ეტაპია. ამჟამადაც „ბემონის“ პორტფელში რამდენიმე პროექტია - ზოგიერთი 2024 წელს დაიწყება, ნაწილი - 2025 წელს და იმედი მაქვს, მშენებლობის ეს მცირე ტალღა დიდ ენერგეტიკულ ტალღად გადაიქცევა“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

„ბემონის“ მიმდინარე პროექტებზე საუბრისას, კომპანიის მმართველმა პარტნიორმა გამოყო მესტიაში ქვესადგურ „იდლიანი 500“-ის მშენებლობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 38.8 მილიონი დოლარია.

„იმედი მაქვს, ენერგეტიკული პროექტების მშენებლობის პროცესში „ბემონი“ ბაზრის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე იქნება“, - დასძინა გიორგი მირცხულავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები