შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებმაც "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირეს, ბოიკოტს უცხადებენ, - ინფორმაციას ამის შესახებ მარკეტინგული და კრეატიული სააგენტო Playmakers სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბოიკოტს Playmakers-თან ერთად თითქმის ყველა ქართული, მსხვილი შემოქმედებითი სააგენტო უერთდება. ისეთები, როგორიც არიან ADHDr, ABK, Betterfly, Enkeny Films, JWT Metro, Leavingstone, Maverik, Redberry, Socialsharks, Q&A, Quick, Watergunz, Windfor’s.
"რუსული კანონის" მხარდამჭერ ბიზნესებს შორის კი არქი, CELFIE, Wissol, Wendy’s, Dunkin’, Smart, Subway, ჯორჯიან მანგანეზი, მილდიანი, აიჯი დეველოპმენტი, VR ჰოლდინგი, KTW, თეთრი კვადრატი, ანაგი და ორბი ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა ბიზნესებმა, "რუსულ კანონს" მხარი რამდენიმე დღის წინ, საჯაროდ დაუჭირეს.