საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „რადიო თბილისის“ საბანკო ანგარიშებიდან ინკასო 50-დღიანი შეზღუდვის შემდეგ მოხსნა. ინფორმაციას მაუწყებლის დამფუძნებელი და დირექტორი, რამაზ სამხარაძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, ინკასოს გადაწყვეტილებას არაერთი წერილით გაასაჩივრა, სადაც მიუთითებდა დისკრიმინაციულ მიდგომებზე. სამხარაძის შეფასებით, სხვა მაუწყებლებს ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ, მაშინ როდესაც „რადიო თბილისს“ მსგავსი პირობები არ შეუქმნეს.
„ინკასო მოიხსნა, თუმცა დავალიანება უცვლელია – 390,000 ლარი. მთავარია, ამ მძიმე წნეხის ფონზე მუშაობის შესაძლებლობა კვლავ მოგვეცა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გულშემატკივრობისთვის და თითოეული ლარისთვის, რომელსაც რიცხავთ ჩვენს ანგარიშებზე. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – წერს სამხარაძე.
📌 მსურველებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ „რადიო თბილისს“:
- ტელეფონით – 090 1000 935 (ზარის ღირებულება 3 ლარი, ნებისმიერი ქსელიდან)
- საქართველოს ბანკი – **GE18BG0000000343819702** (ლარი, ევრო, დოლარი)
- PayPal – **[[email protected]](mailto:[email protected])




























