ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საკადრო ცვლილებებია.
უწყების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, თანამშრომლებს, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ რიკაძე და ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი წარუდგინა.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მათ ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ჩოკოშვილი და აღნიშნული დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
იგა ზაალიშვილის წარდგენას და სამუშაო შეხვედრას კი შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბუბუტეიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.




























