მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახური ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე მუშაობს

620a6c77141d5
სალომე ჭიპაშვილი
14.02.22 20:20
2993
26 იანვარს, საბაჟოს საერთაშორისო დღეს, საქართველოსა და ამერიკას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც საბოჟოში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სრულ მოდერნიზაციას გულისხმობს. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „შემოსავლების სამსახურის“ უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ განაცხადა.

„აღნიშნულ მემორანდუმს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა მოაწერეს. ეს მემორანდუმი ორწლიანია, რომელიც საბაჟოს განვითარებაში წინ გადადგმული ნაბიჯია.“ - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურში უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარკვეული პროცესების რობოტიზაციასა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები