მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურმა 10,740 კგ პოლიეთილენის ფირი გამოავლინა - სამართალდარღვევა სარფში

5faa91b27310e
თელარა გელანტია
10.11.20 17:11
844
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ,,ბათუმის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 10,740 კილოგრამი პოლიეთილენის ფირი გამოავლინა, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 60,144 ლარი შეადგინა.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი“, სამართალდარღვევა გამოვლინდა.

კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ო.კ. მართავდა.

„მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა და ,,ბათუმის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ვიზუალური დათვალიერება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლინდა 10,740 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, პოლიეთილენის ფირი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 60,144 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები