მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურმა 153 916 ლარის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინა

5d88968d53d23
თელარა გელანტია
23.09.19 13:54
740
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 153 916 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს.

კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 153 916.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (1116.33 გრამი) და ვერცხლის (75.34 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები