მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურმა 3.3 კგ არადეკლარირებული ვერცხლი ამოიღო

5f1c777b330e5
თელარა გელანტია
25.07.20 22:17
1101
წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, 25 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ბ.ჯ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 7 324,37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის(3,300 კგ.) ნაკეთობები გამოავლინეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები