მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

5d8cc9d47909e
BM.GE
26.09.19 18:22
708
26 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წევრებს შეხვდნენ, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრჩეველი კორსტიან ქული ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ საგადასახადო ადმინისტრირების ფუნქციის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოში ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები