მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შექმენი შენი ოცნება" - BYD-მ კვარტალური შედეგებით ამერიკულ Tesla-ს გადაუსწრო

BYD VS TESLA

"შექმენი შენი ოცნება" - ეს ჩინური ავტო გიგანტი BYD-ია, რომელმაც პირველად ისტორიაში კვარტალური შედეგებით მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ავტო მწარმოებელს, ამერიკულ Tesla-ს გადაუსწრო.

BYD-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში კომპანიის შემოსავალმა $28.2 მლრდ შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ია. შედარებისთვის, ილონ მასკის Tesla-მ III კვარტალში $25.2 მლრდ შემოსავალი მიიღო. თუმცა, მესამე კვარტალში Tesla-მ რაოდენობრივად მეტი ელექტრო ავტომობილი გაყიდა, ვიდრე BYD-მ. აღსანიშნავია, რომ BYD-მა სექტემბრის თვეში გაყიდვების რეკორდი დაამყარა, რაც გაყიდვების მზარდი ტენდენციის დასტურია.

ჩინური ბაზრისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ელის ჩინურ მწარმოებელს ევროპულ ბაზარზე, რადგან გასული კვირის ოთხშაბათიდან, EU-მა ტარიფები აამოქმედა, კონკრეტულად BYD-ის შემთხვევაში განაკვეთი 17%-ია. ასევე, ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებლებს უკვე ემუქრებიან 100%-იანი გადასახადით შეერთებული შტატებიდან და კანადიდან.

ინფორმაციისთვის, ჩინური ავტომწარმოებლების წინააღმდეგ მიმართული ტარიფები, ევროპული ავტოწარმოების დაცვისათვის არის მიმართული, რადგან შიშობენ, რომ მთავრობის მიერ სუბსიდირებულ ჩინურ ავტო წარმოებას კონკურენციას ვერ გაუწევენ. თავის მხრივ, ჩინეთის მთავრობამ ავტომწარმოებლებს მოსთხოვა, შეაჩერონ ყველანაირი სახის ინვესტიციები ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომელთაც მხარი ტარიფების ზრდას დაუჭირეს. თუმცა შეუძლიათ ინვესტირება გააგრძელონ ქვეყნებში, რომლებიც ტარიფების წინააღმდეგ წავიდნენ. შედეგად, ჩინეთის სამიზნე ქვეყნებში ისეთი სახელმწიფოები მოხვდება, როგორიც საფრანგეთი, პოლონეთი და იტალიაა. ტარიფების ზრდის წინააღმდეგ მხოლოდ 5 სახელმწიფო - მათ შორის გერმანია - წავიდა, 12-მა კი თავი შეიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები