მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - რომელ რეგიონებში გაუარესდება ამინდი 23 ივლისის საღამოდან?

წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო 23 ივლისის საღამოდან საქართველოს რამდენიმე რეგიონში ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება" - იტყობინება სააგენტო.

მათი ცნობით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები