მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლო დარღვევების გამოსავლენად ტრამპის ადმინისტრაცია 55 მილიონ ვიზას გადაამოწმებს

ამერიკა
BM. GE
22.08.25 17:12
373

ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის ვიზის მქონე 55 მილიონი ადამიანის დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო. საუბარია როგორც ტურისტულ და სტუდენტურ, ისე დროებითი სამუშაო ვიზებზე. “განგრძობითი ვეტინგის” პოლიტიკის ფარგლებში, ადმინისტრაცია დაადგენს, წარსულში დაარღვიეს ან ამჟამად არღვევენ თუ არა ვიზის მფლობელები ამერიკის კანონმდებლობას. მაგალითისთვის, დარჩნენ თუ არა ქვეყანაში იმაზე დიდ ხანს, ვიდრე ეკუთვნოდათ, ჩაიდინეს თუ არა კრიმინალური დანაშაული, შეუქმნეს თუ არა საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე, ასევე, არიან თუ არა ჩართულნი ტერორისტულ საქმიანობაში.

ცნობისთვის, ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ, ვიზა 6,000-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს შეუწყდა. მათ უმრავლესობას კანონის დაუმორჩილებლობა და ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების ტარება ბრალდება. 200-დან 300-მდე სტუდენტი ქვეყანამ ტერორიზმთან შესაძლო კავშირის ბრალდებით გააძევა. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო გადამოწმების ფარგლებში, ცოტა ხნის წინ სამუშაო ვიზების გაცემა სატვირთოების მძღოლებისთვისაც შეჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები