მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლოა, აცრების კამპანიამ შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი, ადამიანები ხულოში წავიდნენ ასაცრელად - იმნაძე

60a791c32ed0a
ინგა მურუსიძე
21.05.21 15:12
645
"შესაძლოა, ვაქცინაციის კამპანიით შიდა ტურიზმს შევუწყვეთ ხელი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ მედიავებინარზე ვაქცინაციის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

აცრაზე მოთხოვნის ზრდის გამო იმნაძე მოსახლეობას მადლობას უხდის. "მადლობას ვუხდი მოსახლეობას ასეთი მაღალი შეგნებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ამხელა მოთხოვნაა ვაქცინაციაზე", - ამბობს იმნაძე.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილის თქმითვე, ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილია, თუმცა მეტი მოთხოვნა არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ვიდრე ქვეყნის სხვა ადგილებში.

"ტემპი, სამწუხაროდ, ბევრ რეგიონში, მათ შორის სამეგრელოში არ არის მაღალი. ალბათ ყველამ ვიცით, რომ რეგიონებში ბევრი ადგილი თბილისელებმა შეავსეს; როცა მეორე დოზაზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დიდი კრიტიკა წამოვიდა, ერთ-ერთი განმაპირობებელი ვაქცინის დოზების დაყოფის იყო ის, რომ ბევრი თბილისელი წავიდა და ხულოში აიცრა... სამეგრელოში წავიდნენ. ჩვენმა აცრების კამპანიამ, შეიძლება, ცოტათი შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი, რადგან ადამიანი ერთი დღით არ წავა ასაცრელად", - განაცხადა პაატა იმნაძემ და იქვე განმარტა, რომ მეორე დოზებით ასაცრელად თბილისში დაემატა ამცრელი კაბინეტები, რათა მოქალაქეებს დასავლეთში არ მოუწიოთ წასვლა და აცრა დედაქალაქში მოახერხონ.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აცრას, პაატა იმნაძის ინფორმაციით, აცრა გაიკეთეს მოქალაქეებმა, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები