მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა გერმანული კომპანიის თანამონაწილეობით წარმოეული საწვავი რუსეთის ჯარს მიეწოდებოდეს - RFL/Global Witness

644fdb8a05ade
მარიამ ვარადაშვილი
02.05.23 00:15
598
“რადიო თავისუფლებამ” და საერთაშორისო ორგანიზაციამ Global Witness-მა ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს, სადაც აცხადებენ, რომ გერმანული კომპანიის მონაწილეობით წარმოებული საწვავი შესაძლოა რუსეთის ჯარს მიეწოდებოდეს.

საუბარია Wintershall Dea-ზე, რომელსაც სრულად BASF ფლობს. რამდენიმე დღის წინ კომპანიის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთს დატოვებენ. “უკვე ვეღარ ვხედავთ რუსეთთან ენერგეტიკული კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივას უახლოეს მომავალში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა”,- განაცხადა მარიო მეჰრენმა.

როგორც “რადიო თავისუფლების” რუსული სამსახური წერს, Wintershall Dea-მ მანამდე არ უპასუხა კითხვას მისსა და Gazprom-ის საკუთრებაში არსებულ ციმბირის საბადოდან მიღებულ საწვავს რუსეთის თავდაცვის ძალები ნამდვილად იღებენ თუ არა. თუმცა "რადიო თავისუფლებისთვის" გამოგზავნილ პასუხში გერმანული კომპანია უარყოფს, რომ მათ მიერ წარმოებული საწვავით რუსეთის არმიის მომარაგება ხდება. როგორც გამოცემა წერს, ომის დაწყების შემდეგაც კომპანია რუსული ბაზრის დატოვებას “მილიარდებით ზარალის მოტივით” არ აპირებდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა ნოემბერში, როცა გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გამოაქვეყნა გამოძიება, სადაც ირწმუნებოდნენ, რომ Wintershall Dea-სა და Gazprom-ის მიერ ერთობლივად წარმოებულ საავიაციო საწვავს შესაძლოა რუსეთის სამხედრო ავიაცია იყენებდა. მაშინ კომპანია მედიას მტკიცებულებების სიმწირეზე მიუთითებდა.

“რადიო თავისუფლება” და Global Witness ვერ ამტკიცებენ, რომ აჩინსკის საბადოებიდან მოპოვებული წარმოებული საწვავი პირდაპირ რუსეთის ჯარს მიეწოდება. ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს საწვავის ორი მიმღები, რომლებიც რუსეთის სამხედრო ხელისუფლებასთან არიან კავშირში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები