მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლოა, თანამშრომლების ტესტირება რესტორნებისთვისაც სავალდებულო გახდეს

602a2f82995aa
ინგა მურუსიძე
15.02.21 12:28
639
"რესტორნებისთვის, შესაძლოა, სტაფის ტესტირება სავალდებულო გახდეს", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებს ის რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

მინისტრის აზრით, ეს მარკეტინგულადაც კარგი ხრიკი იქნება, რადგან უცხოელი ტურისტებისთვის, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი მომენტი შეიძლება იყოს.

„მუშაობის პროცესი მიმდინარეობს და ვერ ვიტყვი წინასწარ რაზე ვმსჯელობთ, თუმცა, სტაფის სავალდებულო ტესტირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არა მარტო სამედიცინო მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, კარგი მარკეტინგული სვლაც იქნება რესტორნებისთვის, რადგან მომხმარებელი, მათ შორის უცხოელებიც უფრო ესტუმრებიან რესტორანს და სასტუმროს, რომელშიც ეცოდინებათ, რომ თანამშრომლები პერიოდულად იტესტებიან. ეს უცხოეთში უკვე მიღებული პრაქტიკაა. ამის შესასრულებლად ყველაფერი გვაქვს, მათ შორის სახელმწიფოს მხარდაჭერაც“, - განაცხადა თურნავამ.

ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის თანამშრომლების სავალდებული ტესტირებას სავაჭრო ცენტრები და ბაზრები ახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები