მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვა მოგვიწიოს” - ევროპარლამენტარი

რასა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, რომ საქართველოში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, ევროკავშირს ქვეყნისათვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს - ამის შესახებ იუკნევიჩიენემ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მსჯელობისას ისაუბრა.

“ვშიშობ, რომ თუ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვა მოგვიწიოს. თუ ყველაფერი სხვა გზით წავიდა, ეს ძალიან გაგვიჭირდება. არ ვიცი, ამ დებატებს გავხსნით თუ არა, თუმცა ამაზე უნდა ვიფიქროთ”, - ამბობს ევროპარლამენტარი.

იუკნევიჩიენემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობისას, ეს ვერ მოხდება. მისივე განცხადებით, კანდიდატის სტატუსი ერთგვარი წახალისება იყო ქართველი ხალხისთვის, რომ ამ მიზნიდან არ გადაეხვიათ.

“ბიძინა [ივანიშვილი] და ევროკავშირის წევრობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. ამ ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყანა ჩვენი წევრი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ აღმაფრთოვანებს, მომწონს და მიყვარს ის, რასაც ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობაზე ფიქრობს.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამსახურების გამო არ მომხდარა, ეს უფრო ქართველი ხალხის წახალისებისთვის იყო, რომ არ დანებდნენ. ევროკავშირი გეუბნებათ, რომ ერთ მხარეს ვართ”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები