მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ყაზახეთმა ბელარუსი ნავთობით მოამარაგოს

5db93eec75914
მიხეილ ხაჩიძე
31.10.19 00:20
1084
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო ბელარუსთან წელიწადში 1-დან 3.5 მილიონ ტონამდე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას ყაზახური მედია ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კანატ ბოზუმბაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.


"წელიწადში 1-დან 3,5 მილიონ ტონამდე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბელარუსიისთვის მიწოდებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - დასძინა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსულენოვანი მედია აქტიურად წერდა, რომ მინსკი რუსული ნავთობის შემცვლელს ეძებდა. თავის მხრივ, როგორც ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტმა ყაზახეთის სახელმწიფო არხთან საუბრისას განაცხადა, რუსეთი ხელს არ შეუშლის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს  ნავთობპროდუქტების მიწოდების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაში.


"ვფიქრობ, თუ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური კავშირის განვითარებით, ის ხელს არ შეუშლის სხვა წევრი ქვეყნების ურთიერთობების გაუმჯობესებას. თუ ჩვენ დავიწყებთ საერთო პროექტების ბლოკირებას, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, ქვეყნები როგორიცაა ბელარუსი და ყაზახეთი, წარმატებას სხვაგან მოძებნიან", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ყახაზეთი და ბელარუსი ფასსა და სხვა მნიშნველოვან საკითხებზე შეთანხმებას მოახერხებენ, ისინი ერთობლივ ხელშეკრულებას გააფორმებენ.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები