პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, ანაზღაურებადი სტაჟირების სწორი მექანიზმი იყოს გაწერილი, რათა კანონის დონეზე გაწერილი ინიციატივა, ეფექტიანად აღსრულდეს.
მისი თქმით, მთავარია ახალგაზრდები ხედავდნენ დასაქმების პერსპექტივას.
"შესამუშავებელია კონკრეტული პრინციპები, როგორ გამოცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირება. მე არ ვიცი, რამდენად შორს არის წასული ეს პროცესი, მაგრამ მყისიერად დავინტერესდები. მე პირადად მექნება კონსულტაციები დარგობრივ სამინისტროებთან. მთავარია, რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს, რაც შეიძლება ხელშესახები ინტერესი მივცეთ ახალგაზრდებს, მათ შორის დასაქმების პერსპექტივა უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს. მნიშვნელოვანია, სწორი მექანიზმი იყოს გაწერილი, რომ ეს კანონის დონეზე გაწერილი ინიციატივა, ეფექტიანად აღსრულდეს" - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი 2024 წლის 1 იანვრიდან გახდა. კანონის მიხედვით, ეს ანაზღაურება კონკრეტული საჯარო მოხელის ანაზღაურებასთანაა გათანაბრებული.