მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შესაქმნელი გვაქვს სურათი, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის" - ქეთი ქვარცხავა ინვესტორების მოზიდვაზე

blc

უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მთავარ საჭიროებად BLC-ის მმართველი პარტნიორი, ქეთი ქვარცხავა, სასამართლო რეფორმასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიიჩნევს. მისი თქმით, ინვესტორებს შესაბამისი სიგნალი სჭირდებათ, რათა საქართველოში ინვესტიციები ჩადონ. ქეთი ქვარცხავას თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატი სტატუსის მიღება იმ რისკებს აბალანსებს, რომლებიც ქვეყნის გარშემო არსებობს.

"კანდიდატის სტატუსი იმ რისკების დამაბალანსებელია, რომლებიც არსებობს. გეოპოლიტიკური რისკი გვაქვს, ამ გეოგრაფიული ადგილიდან ვერავინ გადაგვიტანს. მეზობლები გვყავს ის, ვინც გვყავს, სიტუაცია გვაქვს ის, რაც გვაქვს. ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ეს არის იმის სიგნალი, რომ ქვეყანას გამოკვეთილი ვექტორი აქვს, ევროპული მიმართულებით და ეს ქვეყანა უფრო მარტივად საინვესტიციოა. შესაქმნელი გვაქვს სურათი, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის.

- ჩანს თუ არა, რომ ევროპისკენ ვისწრაფვით?

ამ წუთში მოცემულობად მივიღოთ, რომ ჩანს. მივიღეთ სტატუსი და ინვესტორისთვის არის სიგნალი, რომ მათ შეუძლიათ, ამ ქვეყანაში გარკვეული ბიზნესი განავითარონ, რომელიც საბოლოო ჯამში, ევროპული ბაზრის ნაწილი გახდება", - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ "საქმის კურსის" ეთერში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში მილიარდ 594 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022-თან შედარებით, 24%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები