მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კვირაში მიღებული შემზღუდავი კანონებით და რეგულაციებით" - გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

სს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები.

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებული შემზღუდავ კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც აძლიერებს რისკებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის, თანასწორობისა და სამოქალაქო სივრიცისთვის და ახშობს პოლიტიკურ პლურალიზმს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ვალდებულებები”, – ვკითხულობთ კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1-ელ აპრილს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული კანონები. კერძოდ, „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის შესახებაც მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ის არის ამერიკული FARA-ს ანალოგი და კანონი სიტყვასიტყვით ნათარგმნია.

ასევე, ორი კანონი მედიის წინააღმდეგ: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებათა ერთი ნაწილი ტელე და რადიომაუწყებლობის შინაარსის რეგულირებას უკავშირდება.შინაარსის რეგულირება მაუწყებელთა ონლაინპლატფორმებზეც გავრცელდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული კიდევ ერთი ცვლილებით ტელევიზიებისა და რადიოებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აიკრძალა, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული ტელევიზიების მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნდა სამშობლოს ღალატის მუხლი; ყველა კანონიდან ამოიღეს სიტყვა “გენდერი”; საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება; საჯარო მოხელეებსა და მოსამართლეებს აეკრძალებათ აკადემიური საქმიანობა ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები