მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესყიდვების შესახებ კანონი მესამე მოსმენით განიხილეს - რა იცვლება?

63e251c185999
BM.GE
07.02.23 19:33
1068
პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, კანონპროექტში მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მნიშვნელოვან რეფორმას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება ახალი ინსტიტუტები. ახლებურად დარეგულირდება შავ სიასთან დაკავშირებული საკითხები, სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჯარო შესყიდვის სპეციალისტები დაექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას, რაც, ერთი მხრივ, საჯარო შესყიდვებში გაზრდის კვალიფიკაციის დონეს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სერტიფიცირებული სპეციალისტების დასაქმებას.

"კანონპროექტის მიღების შედეგად სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს UK-ს და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას", - განმარტავენ პარლამენტის პრესსამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები