მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეთანხმება შედგა“ – „რუსთავის აზოტის“ დასაქმებულები

რუსთავის აზოტი

კომპანია „რუსთავის აზოტის“ მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის, რომლებიც 1 კვირაზე მეტია ხელფასის ზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ერთ-ერთი დასაქმებული ბაჩანა კაპანაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს და იმ პუნქტებს ასახელებს, რომლებზეც დამსაქმებელი და დასაქმებული შეთანხმდნენ.

„შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და "ინდორამა რუსთავი აზოტი“-ს შორის.

დაკმაყოფილებული პუნქტები:

  1. ხელფასის მატება დარიცხული 200 ლარის ოდენობით.
  2. 5 წლის მანძილზე ყოველი წლის თებერვალში 125 ლარის მატება.
  3. სასამართლო დავის შეწყვეტა დასაქმებულების მიმართ.
  4. 25% პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში.
  5. პროტესტის დროს, ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება.
  6. შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე.
  7. შეიქმნა პროფკავშირი

მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით“, - წერს ბაჩანა კაპანაძე.

როგორც მან BM.GE-ის განუცხადა ქარხნის ამუშავებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.

დასაქმებულთა ინფორმაციით, "რუსთავის აზოტის" მიმდებარე ტერიტორიები მათ საპროტესტო აქციები 28 იანვრიდან დაიწყეს და კომპანიას 1000-მდე დასაქმებულმა ხელფასის მატების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართა. მხარეებს შორის შეხვედრა 8 დღის განმავლობაში რამდენჯერმე შედგა, თუმცა საბოლოოდ შემთხვევა 5 თებერვალს შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები