მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცვლის თუ არა პრემიერ-მინისტრი მრჩევლებს? - კობახიძის პასუხი

ირაკლი კობახიძე

2-3 დღე დამჭირდება ყველაფერში გარკვევისთვის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას ორშაბათს გაგიზიარებთ, - ამის შესახებ საქართველოს ახალარჩეულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მას პრემიერის მრჩევლებზეც ჰკითხეს, მათ შორის ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და ნინო იობაშვილზე, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი ღირებული კადრები არიან.

„ეს ორი ადამიანი არის ღირებული კადრი, ისინი არიან პროფესიონალები, აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება გადაიხედება.

ირაკლი სესიაშვილიც არის ღირებული კადრი. რაც შეეხება საკადრო საკითხებს, დამჭირდება ჩახედვა და შემდეგ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერის მრჩევლებად გასული წლის მარტში დაინიშნენ. მანამდე კი პარლამენტში ე.წ. რუსულ კანონზე კენჭისყრის დროს მხარდამჭერ 78 დეპუტატს შორის არ ყოფილან. ირაკლი სესიაშვილი კი პრემიერის მრჩევლად 2021 წლის მაისში დაინიშნა.

მთავრობის პირველ სხდომას კობახიძე 12 თებერვალს გამართავს.