მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე - აზარაშვილი დაჯარიმებულ ფარმაკომპანიებზე

ზურაბ აზარაშვილი და მედიკამენტები

"შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა", - ასე უპასუხა, ჯანდაცვის მინისტრმა 2024 წლის მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვას, ფარმაცევტული კომპანიების მიერ კონკურენციის სააგენტოს ჯარიმის გასაჩივრებაზე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდება, სადაც თითოეულ დაჯარიმებულ კომპანიას იდენტური ფასები ჰქონდა დაფიქსირებული.

ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ კომპანიებმა სააგენტოს ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარუდგინეს.

"რა საკვირველია, შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. კონკრეტულად ვხედავთ შეთანხმებულ ქმედებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მეტი თანხის გადახდა მომხდარიყო. ნახეთ, რომ ზოგჯერ ფასი სამ-ოთხჯერ იყო გაზრდილი.

სამწუხაროდ,პაციენტებში მედიკამენტის გარეშე რჩებოდნენ, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტის ამოწურვა. ამას მოჰყვა რეაგირება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან და იქ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაჯარიმება. ჩვენ ეს, ჯერ კიდევ მარტის თვეში წარვუდგინეთ სააგენტოს. კომპანიების მხრიდან კი, ვერ იქნა ვერავითარი არგუმენტი წარმოდგენილი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დადასტურდა და იმედი მაქვს, რომ ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ აღარ განმეორდება", - განაცხადა აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები