მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შევძელით ეკონომიკის აღდგენა, პანდემიამდელ მაჩვენებელს ნამდვილად დავუბრუნდით – ეკონომიკის ახალი მინისტრი

620396d0b6cb1
მარიამ ვარადაშვილი
09.02.22 14:41
561
სულ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებები გააჟღერა. ეკონომიკის მინისტრად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დანიშნა, მის ადგილს კი მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია დაიკავებს.

ეკონომიკის ახალადდანიშნულმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვისა და გუნდს მხარდაჭერისთვის, რაც, მისი თქმით, საჭირო იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეფორმების განხორციელებისთვის.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრს, ნათია თურნავას და აღნიშნა, რომ მას მინისტრობა რთულ დროს მოუწია.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათიას იმ წარმატებული მუშაობისთვის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, რომელიც როგორც თვითონაც აღნიშნა რთულ დროს დაემთხვა. პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით. პრემიერის ხელმძღვანელობითა და ეკონომიკის სამინისტროს დიდი ძალისხმევით შევძელით, ერთი მხრივ, ეკონომიკის აღდგენა–პანდემიამდელ მაჩვენებელს ჩვენ ნამდვილად დავუბრუნდით. თუმცა გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, გეგმები და ვალდებულება ჩვენს მოსახლეობასთან, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ, დასაქმების მაქსიმალური საშუალებები შევქმნათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მათ შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან”,-აცხადებს დავითაშვილი.

რაც შეეხება მოქმედ მინისტრს ნათია თურნავას, მან ბრიფინგზე არ თქვა სად გააგრძელებს მუშაობას, თუმცა აღნიშნა რომ მმართველი გუნდის წევრად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები