მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შევწყვიტოთ ოცნება, გადავიდეთ საქმეზე" - გახარიამ არჩევანი გააკეთა

გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების აქტივობა იქნება მაღალი.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ. ქართველი ხალხი, რომელიც გამოხატავს საკუთარ ნებას, უნდა იყოს გამარჯვებული. ხელისუფლების და ცესკოს ამოცანაა, ასახოს ეს შედეგები ადეკვატურად. მე მოვუწოდებ ყველას, შევწყვიტოთ ოცნება, გადავიდეთ საქმეზე და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპული გაერთიანების გზაზე“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოქალაქეებს, რომ ვერავინ გაიგებს, ვის მისცემენ ხმას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები