მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები თუ დაწესდება, ეს სავარაუდოდ, შემოდგომით იქნება - ევროპარლამენტარი

მარკეტა გრეგოროვა

არ მგონია, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვები დაწესდეს, მაგრამ თუ დაწესდება, ეს სავარაუდოდ, შემოდგომით იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე “პალიტრანიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, წერს IPN.

მისი თქმით, ეს სავარაუდოდ, ევროპარლამენტის არჩევნების შემდგომ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, ან მის შემდეგ მოხდება.

„როცა იქნება ახალი კომისია, ახალი კომისიის სისწრაფიდან გამომდინარე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ან მის შემდეგ, მე პირადად ვიფიქრებდი და ვიმედოვნებდი, რომ ასე მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები