მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეზღუდვების გახანგრძლივებით იმედი გვაქვს, რომ ე.წ. მესამე ტალღას "დავუძვრებით" - იმნაძე

5ffc25bc8c0da
ინგა მურუსიძე
11.01.21 14:22
1436
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ავადობის მაჩვენებელს 100 ათას სულ მოსახლეზე. როგორც იმნაძე ამბობს, სისტემას ხარვეზები ჰქონდა, თუმცა ყველაფერს გაუძლო და ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ შეძლო.

„ჩვენ არ გვინდა ე.წ. მესამე ტალღა და ამიტომაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ, გავახანგრძლივოთ შეზღუდები, რათა გარანტია გვქონდეს, რომ მესამე ტალღას გავუძვრებით. შედეგად, ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება და ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულამდე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი იძლევა საფუძვლიანი ვარაუდის საშუალებას, რომ გაზაფხულზე, თებერვლიდან დაწყებულმა გახსნებმა დრამატული გართულებები არ უნდა მოგვცეს.

ინფორმაციისთვის, ეპიდვითარების გარემო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 1 თებერვლამდე გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები