მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება ღრმა ანალიზს მოითხოვს, ნუ ავჩქარდებით - გამყრელიძე

5ffb1a45c2a16
BM.GE
10.01.21 19:13
1287
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ნოემბერში გაცხადებული გეგმის მიხედვით, 16 იანვრიდან სავაჭრო ობიექტების საქმიანობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგეს, თუმცა შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მთავრობას მიღებული არ აქვს. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, პირველ არხთან ამბობს, შესაბამისი გადაწყვეტილება ღრმა ანალიზს საჭიროებს და ყველა საკითხი მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში იქნება განხილული. 

„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე, შემდეგ გავაანალიზებთ, რა შედეგები მოგვცა 24-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკამ და ამის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილბებები.

წინასწარ ვერაფერს გეტყვით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 1 143 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, გუშინ გვქონდა ორიათასი, შემთხვევების ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები