მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა აეროპორტებში მგზავრთნაკადი მხოლოდ ამბროლაურის აეროპორტში შემცირდა

ნატახტარი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში ადგილობრივ აეროპორტში მგზავრების რაოდენობა ამბროლაურის გარდა ყველგან გაიზარდა.

მესტია 9 თვის მონაცემებით 8 125 მგზავრს მოემსახურა, რაც 17%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ასევე 25%-ით მეტია პანდემიამდე, 2019 წლის სამ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობაზეც.

ამბროლაურის აეროპორტმა იანვარ-სექტემბერში 1 575 მგზავრი მიიღო, რაც 27%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში მგზავრების რაოდენობაზე და 4%-ით აღემატება 2019 წელს მიღებულ რაოდენობას. 2019 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 104%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 10%-ს შეადგენს. აეროპორტი ჯამში 13 968 მგზავრს მოემსახურა.